სასტუმროები ციხეში

გრძელვადიანი პაემნებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის შენობები აშენდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ისაუბრა.

სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები პირველ ეტაპზე არასრულწლოვანთა #11, რუსთავის #6 და #16 დაწესებულებების ტერიტორიაზე მოეწყობა.

მინისტრის განცხადებით, მშენებლობა ყველაზე ადრე, დაახლოებით 3 თვეში,  არასრულწლოვანთა საპყრობილეში დამთავრდება. 4 თვეში კი დანარჩენ ორ დაწესებულებაში.

სასტუმროს ტიპის შენობებში ღამის გათევა, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხებია გამოყოფილი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ მშენებლობისათვის საჭორო თანხებს პრობაციის სამინისტრო და კერძო სექტორი გამოყოფს.

,,სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურს ხარჯავს ჩვენს უწყებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვზრუნავთ, რომ პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდებოდეს კანონიერების, დემოკრატიულობისა და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის აღსრულება ემსახურებოდეს დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას’’, – განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი