პატიმართა განცხადებები ადრესატამდე არ მიდის

ქსნის #7 საპყრობილეში პატიმართა მიერ დაწერილი განცხადებები და საჩივრები სახალხო დამცველის, მთავარი პროკურორის, სასჯელაღსრულების მინისტრის სახელზე ადრესატამდე ვერ აღწევს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები პატიმრებს ეუბნებიან, რომ მათი წერილები თავდაპირველად სასჯელაღსრულების სამინისტოში იგზავნება, სადაც წყვეტენ გაეგზავნოს თუ არა ადრესატს განცხადება.

ქსნის #7 საპყრობილეში პატიმართა მიერ დაწერილი განცხადებები და საჩივრები სახალხო დამცველის, მთავარი პროკურორის, სასჯელაღსრულების მინისტრის სახელზე ადრესატამდე ვერ აღწევს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები პატიმრებს ეუბნებიან, რომ მათი წერილები თავდაპირველად სასჯელაღსრულების სამინისტოში იგზავნება, სადაც წყვეტენ გაეგზავნოს თუ არა ადრესატს განცხადება.

ეს ინფორმაცია ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიშიდანაა.  სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მას შემდეგ მიმართა, რაც აპარატის თანამშრომლებმა ქსნის #7–ე საპყრობილეში მონიტორინგი განახორციელეს.

სახალხო დამცველი მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს განცახადებებისა და საჩივრების გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებასა და მსჯავრდებულთათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას სთხოვს.  

,,პატიმრობის შესახებ’’ კანონის 36–ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად:

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის განცხადება“.           

15 სექტემბერს სახალხო დამცველი აპარატის წარმომადგენლებმა #7–ე საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს და პატიმრებს გაესაუბრნენ.

პატიმრება მონიტორინგის ჯგუფს განუცხადეს, რომ სახალხო დამცველთან, მთავარი პროკურორთან და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან განცხადებებს ვერ აგზავნიან . 

მსჯავრდებულთა განცხადებით, სოციალური სამსახურის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, რომ განცხადებების გაგზავნა არ ხდება ავტომატურად, არამედ იგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც გადაწყვეტენ, გაეგზავნოს თუ არა ადრესატს ესა თუ ის განცხადება.

22 სექტემბერს, განმეორებითი მონიტორინგისას გაირკვა, რომ #7–ე საპყრობილეში მსჯავრდებულთა ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტა და 2010 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობის შესახებ დაწესებულების დირექტორს მიმართეს, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში წერია, შიმშილობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც  იუსტიციის მინისტრის  ბრძანება N 35–ის მე–2 მუხლით  გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევაა.

,,შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე მსჯავრდებულის ან პატიმრის (შემდგომში – მოშიმშილე), სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) მოშიმშილისა და ექიმის თანდასწრებით ადგენს ოქმს, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი, ასევე მოშიმშილის მოთხოვნები და აცნობებს ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის ზედამხედველ პროკურორს“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეიშვილი