სამართალი

სასამართლომ ლაზარეს სარჩელი კობახიძე-ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებაში მესამედ არ მიიღო

6 ნოემბერი, 2023 • 1341
სასამართლომ ლაზარეს სარჩელი კობახიძე-ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებაში მესამედ არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი ირალი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებაში მესამედაც არ მიიღო. ამის შესახებ ნეტგაზეთს ადვოკატმა დიმიტრი ნოზაზემ განუცხადა.

ლაზარე გრიგორიადისმა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და საჯაროდ ბოდიშის მოხდის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით თავდაპირველად 22 ივნისს მიმართა. თუმცა სასამართლომ მმართველი გუნდის ლიდერების წინააღმდეგ გრიგორიადისის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

გრიგორიადისი კობახიძესა და ღარიბაშვილს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უჩიოდა. კერძოდ, 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ირაკლი კობახიძემ „ორიენტაციაარეული“ უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მარტიის აქციების მონაწილეები „სატანისტებად და ანარქისტებად“ მოიხსენია.

გრიგორიადისის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი გამოთქმები საზოგადოებაში დიდ ნაგეტიურ განწყობას ქმნის და ეს პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს სასამართლოზე.

რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას, გრიგორიადის უფლებადამცველები ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილისგან სიმბოლურად 15-15 ლარს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აქცენტი არა თანხაზე, არამედ თანამდებობის პირების მხრიდან ბრალდებულზე მსგავსი განცხადებების გაკეთების დაუშვებლობაზეა.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი