საზოგადოებასამართალი

მარგველაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა და აპირებს სააკაშვილთან შეხვედრასაც

20 დეკემბერი, 2021 • 11578
მარგველაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა და  აპირებს სააკაშვილთან შეხვედრასაც

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და გეგმავს პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც.

ამის შესახებ მარგველაშვილმა 20 დეკემბერს განაცხადა  ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

მან დაადასტურა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ დეტალებზე საჯაროდ  საუბარი არ სურს. მარგველაშვილის თქმით, ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა ისაუბრეს ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებულ “ეროვნული თანხმობის პროცესის” შესახებ.

“ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია, რომელიც დღეს მისი თაოსნობით იწყება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მომცენ.

სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ყოფილ პრეზიდენტს ამ მიმართულებითაც, პატიმართან შეხვედრის ნაწილშიც, არ აქვს არავითარი პრივილეგია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები, ვინც ამ ნაწილში ფიგურირებს, შესაძლებლობას მომცემენ, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს”, – განაცხადა მარველაშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში განაცხადს დღესვე შეიტანს, ხოლო შეხვედრას შეძლებს თუ არა, ან როდის, ამას შესაბამისი უწყება განსაზღვრავს:

“იმედი მაქვს, რომ კომიკური და აბსურდული პასუხი არ იქნება ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს მარგველაშვილი.

მგონია, რომ “სამი პრეზიდენტის შეხვედრა” ძალიან ადეკვატური ტაქტიკაა – მარგველაშვილი

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი