საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.
„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა, შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მას, სავარაუდოდ, დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების უფლება და ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკურ შურისძიებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
#Georgia: ex-President #Saakashvili (5th week of hunger strike) violently transferred to prison hospital; allegedly threatened; denied dignity, privacy & adequate healthcare. Not just selective justice but apparent political revenge.
— Amnesty International (@amnesty) November 9, 2021
მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.