სამართალი

ქუთაისის მერიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები დააკავეს

1 ნოემბერი, 2021 • 1352
ქუთაისის მერიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები დააკავეს

ქუთაისში, მერიის წინ, სარფიდან მომავალი აქტივისტები დააკავეს. ისინი მერიის წინ „თავისუფლება მიშას“ დაწერას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 ადამიანი.

როგორც აქტივისტები ამბობენ, მათ მერიასთან მყოფმა პირმა წარწერის გასაკეთებელი საღებავი „მოჰპარა“ და ისინი საღებავის დაბრუნებას ითხოვდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და პოლიციამ აქტივისტები დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთი თვეა შიმშილობს. მისმა  მხარდამჭერებმა სარფიდან რუსთავის მე-12 საპყრობილებემდე მსვლელობა 23 ოქტომბერს დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი