სამართალი

იუსტიციის საბჭოს 2-მა წევრმა პოსტი ვადამდე დატოვა

1 ნოემბერი, 2021 • 1379
იუსტიციის საბჭოს 2-მა წევრმა პოსტი ვადამდე დატოვა

საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი — პაატა სილაგაძე და გიორგი გოუგინაშვილი — აირჩიეს.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. კონფერენციის გამართვამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ამბობდნენ, თუმცა რატომ ჩაინიშნა კონფერენცია ახალი წევრების ასარჩევად მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს უფლებამოსულების ვადა არ ჰქონდა ამოწურული.

მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა, 266 მოსამართლე დაესწრო.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევას.

“იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე, არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისთვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებში მიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება”, — ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრს არარსებულ ვაკანსიაზე ირჩევენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი