სამართალი

მელიას თავში დაარტყეს — საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა

30 ოქტომბერი, 2021 • 1622
მელიას თავში დაარტყეს — საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა

ისნის 62-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ელექტროენერგია გამოირთო, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა –  ენმ-ის  მერობის კანდიდატ ნიკა მელიას  ხელი დაარტყეს. მობილიზებულია პოლიციაც.

უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კენჭისყრის ოთახში შუქი ჩაქრა. ადგილზე მივიდა თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან, ნიკა მელია, რომელიც ამბობდა, რომ ელექტროენერგია ადგილზე განგებ ჩააქრეს.

აღნიშნულს არ დაეთანხმა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ბექა დავითულიანი, რომელიც ასევე მივიდა ადგილზე. მისი თქმით, უბანში მოკლე ჩართვაა. დავითულიანის თქმით, მელია არჩევნებს აგებს და მისი ჩაშლა სურს.

მოკლე დროში ადგილზე მოხდა პირების მობილიზაცია, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა მელიას. ერთ-ერთმა მათგანმა მერობის კანდიდატს თავში ხელი ჩაარტყა.

“არ გავაყალბებინებთ არჩევნებს. შუქი ჩააქრეს, მთელი შპანა მოყარეს აქ ვითომ დეპუტატების მეთაურობით”, — თქვა მელიამ, რის შემდეგაც მის უკან უცნობი პირი გამოჩნდა და მელიას ხელი დაარტყა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი