სამართალი

“სამართლიანი არჩევნები”:   ბათუმში უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცეს

30 ოქტომბერი, 2021 • 561
“სამართლიანი არჩევნები”:   ბათუმში უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცეს

“სამართლიანი არჩევნები” ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე ავრცელებს ცნობას. 

ორგანიზაციის ცნობით, მათმა დამკვირვებლებმა 11 საათისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ორი შემთხვევა დააფიქსირეს ბათუმში. 

“#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა”, – აცხადებს ISFED. 

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ. 


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.“სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო საარჩევნო კომისიის და 29 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლებისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი