სამართალი

რა რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში? – არასამთავრობოების მოდელი

9 თებერვალი, 2015 • 1398
რა რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში? – არასამთავრობოების მოდელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფორუმის დაწყებისას განაცხადა, რომ საჭიროა დამოუკიდებელი და ეფექტური პროკურატურა, რომლის ფუნქცია კანონიერების დაცვა, მოსახლეობის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების აღსრულება და კრიმინალთან ბრძოლა იქნება.

 

“ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული პროკურატურა,” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

2014 წლის 18 დეკემბერს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პროკურატურის რეფორმირებაზე იმუშავებს. სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, პროკურტურის რეფორმირების საკითხზე პირველი სხდომა 26 დეკემბრისთვის მოიწვიეს.

 

მთავრი პროკურორის არჩევა

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ 9 თებერვალს მთავრობას მთავრი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის 2 მოდელი წარუდგინა. ორივე მოდელში გადაწყვეტილების საბოლოო მიმღები საქართველოს პარლამენტია.

 

პირველი მოდელი ითვალისწინებს მთავრი პროკურორის პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ არჩევა. მეორე მოდელის მიხედვით კი, პრეზიდენტი არჩევს პრემიერ–მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს (პრემიერი პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ 3 კანდიდატს), ვისაც შემდგომ ასარჩევად პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს.

 

არასამთავრობოთა მიერ შემოთავაზებული ორივე მოდელის მიხედვით, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე მხოლოდ 1 ვადით შეიძლება იყოს  არჩეული, რაც არ უნდა ემთხვედეს საპარლამენტო არჩევნების ციკლს. კოალიციამ მთავარი პროკურორი უფლებამოსლიების ოპტიმალურ ვადად 7 წელი დაასახელა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროკურორის არჩევა და გათავისუფლება მხოლოდ ერთ ორგანოს, ან პირს არ უნდა შეეძლოს. ამიტომაც, შემოთავაზებული მოდელით, დაკავშირებული  პროცედურა და კრიტერიუმები ნათლად უნდა იყოს გაწერილი კანონით, ან კონსტიტუციით.

 

გარდა ამისა, კოალიცია საუბრობს იმ მინიმალურ კრიტერიუმებზე, რომელთაც მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: უმაღლესი იურიდიული განათლება; 10–წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, მინიმუმ 1–წლიანი გამოცდილება ადამაინის უფლებათა სფეროში; უნდა ქონდეს ასღიარებს პროფესიულ წრეებში და ნდობით სარგებლობდეს ფართო საზოგადოებაში.

 

“ძალიან სასურველია, რომ ეს ადამაინი პირდაპირ პოლიტიკიდან არ მოდიოდეს და არ იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ ძალასთან,”– თქვა საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრისას.

 

კოალიციის ორივე მოდელი ასევე მოიცავს საკონსულტაციო საბჭოას არსებობასაც, რომელიც პროფესიული წრეების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენს იმ პირებს, ვისაც მთავრი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლება ექნება.

 

საპარლამენტო უნცირესობის წარმომადგენელის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მთავრი პროკურორის პარლამენტის მიერ დანიშვნის შესახებ იმ 36–პუნქტიან გეგმაშიც არის საუბარი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა.

 

ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული მთავრი პროკურორი?

 

კოალიციის მიერ წარმოდგენილი მოდელის თანახმად, მთავარი პროკურორი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს ანგარიშვალდებულება უნდა იყოს დაკავშირებული არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან, არმედ მთავრი პროკურორი არანაკლებ წელიწადში ერთხელ ანგარიშით უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე.

 

“ანგარიში უნდა წარუდგინოს პარლამენტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულება, მაგალითად, სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები,”– თქვა მან.

როგორ უნდა გათავისუფლდეს პროკურორი თანამდებობიდან?

 

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრი პროკურორის დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი სტანდარტი მიღწეული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით იქნება შესაძლებელი.

 

“მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს კონსტიტუციას, ან ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს,”– ამბობს საიას თავმჯდომარე.

 

კოალიციის შემოთავაზებული მოდელით, მთავრი პროკურორის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მექანიზმი დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ მექანიზმის შექმნას ადვოკატირებას უკვე ერთ წელზე მეტია უწევენ.

 

გარდა ამისა ნაცვლიშვილის განმარტებით, რამდენიმე ქვეყანაში პროკურატურის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების უფლებამოსილება უზენაეს სასამართლოს აქვს;  ასვეე, მისი თქმით, შეიძლება შეიქმნას სპეციალური პალატა, ანდა შესაძლოა, ამის უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ჰქონდეს.

 

პროკურორთა მიღების წესი, დაწინაურება და დაქვეითება

 

კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა კახა წერეთელმა ფორმუმზე განაცხადა, რომ პროკურატურაში ახალი კადრების მიმღები საკონკურსო კომისია როგორც პროკურატურის, ასევე საზოგადოების წევრებისგან უნდა შედგებოდეს.

 

მისი განცხადებით, პროკურატურაში დაწინაურებისა და დაქვეითების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათელი და ობიექტური. წერეთელი განმარტავს, რომ ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროკურორის სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაციის სტანდარტი, პერიოდული ატესტაციის შედეგები, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, წარმატებით დასრულებული კონკრეტული საქმეები, დატვირთვის მოცულობა და ა.შ.

 

ფორუმზე პროკურატურის წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხდა, რომ 2014 წელს შეიმუშავესშეფასების სისტემა და კრიტერიუმები, რომლითაც პროკურორებს აფასებენ. ასევე, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა დისციპლინური პასუხისმგებლობის კრიტერიუმების დასახვეწადაც.

'კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის' მიერ ორგანიზებული ფორუმი 09.02.2015

პროკურატურის პოზიცია შემოთავაზებულ მოდელებთან დაკავშირებით

“რომელიმე მოდელს ჩვენ არც ვეწინააღმდეგებით და არც მხარს ვუჭერთ,”– განაცხადა ფორუმზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის  დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურის რეფორმის შესახებ  იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში ფარგლებშიც მიმდინარეობს მსჯელობა.

 

მისი თქმით, ამ საბჭოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა  სხვადასხვა საკითხზე. ესენია: პროკურატურის ადგილის განსაზღვრა ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში, პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნა, პროკურორების დანიშვნისა და განთავისუფლების, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და წესის გადახედვა, მათ შორის მთავრი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, პროკურატურის სტრუქტურული მოდერნიზაცია და ა.შ.

 

რაც შეეხება პროკურატურაში მიღების წესს, მეზვრიშვილი განმარტავს, რომ სისტემაში თანამშრომლები სტაჟირების გზით ხვდებიან და  რამდენჯერმე უწევთ გამოცდის ჩაბარება, რაც მოიცავს როგორც პროფესიულ ტესტებს, ასევე ზოგად უნარებს.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების აუცლებლობა

კოალიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი, მთავრი პროკურორის პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალსწინებს.

 

ფორუმზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება რთული იყოს იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება.

 

“მინდა გავიხსენო, ის, რა პროცესითაც მიმდინარეობდა და რა შედეგითაც დასრულდა მოსმენების შესახებ კანონი, ცხადად მიუთითებს იმაზე, რაც არ უნდა იდეალური მოდელი წარმოადგინონ სპეციალისტებმა, საკმაოდ რთული იქნება მისი გატანა დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში,”– თქვა ჭიაბერაშვილმა.

არასამთავრობო ორგანოზაცია EMC–ის წარმომადგენლის, სოფიო ვერძეულის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ფრაქციებმა განაცხადონ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ტიპის საკონსტიტუციო რეფორმას.

მისი თქმით, სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან დაფიქსირდა მზაობა, რომ ისინი დაეთანხმებიან მთავრი პროკურორის დანიშვნის წესის რეფორმას.

“ამას უფრო ნათელი პოლიტიკური დადასტურება ჭირდება, მათ შორია პარლამენტში არსებული ფრაქციების მხრიდან, მათ უნდა გააკეთონ განცხადება და აიღიონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი პროკურატურა და ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა, ვინც პარლამენტშია, ისინი უნდა დათანხმდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს და ეს პრობლემა არ უნდა იყოს. “

 

სოფო ვერძეულის განცხადებით,  ამ ეტაპზე, პროკურატურის რეფორმის ის მოდელიც არ არის ცნობილი, რომელზეც საკანონმდებლო პროცესი დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი