სამართალი

ჭიაბერაშვილი: თავდამსხმელები ჩემმა დანახვამ გააღიზიანა

27 მაისი, 2014 • • 1268
ჭიაბერაშვილი: თავდამსხმელები ჩემმა დანახვამ გააღიზიანა

ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიას “ლიტერატურულ კაფეში” ყოფნისას თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი. 

 

“მე და ნოდარ ლადარია ყივავით კაფეში, სადაც ჩვენი და დაახლოებით ალბათ 10-15 წუთის შემდეგ ორი ადამიანი, რომელიც უკვე დადგენილია, ეს არის რეზო თაბუკაშვილი და რეზო მგელაძე, შემოვარდნენ. რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა და მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეზე. მერე ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომაც ვერ მოვასწარი, ჩამარტყა თავში ორჯერ. როცა წამოვხტი, ჩამარტყა თვალსა და საფეთქელს შორის. ერთადერთი რაც თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთო აქ და გაეთრიეთ აქედან”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 

ჭიაბერაშვილის თქმით, თავდამსხმელებმა კაფე დატოვეს. ზურაბ ჭიაბერაშვილს აქვს თავი გატეხილი., რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო ნოდარ ლადარია გადაიყვანეს დამწვრობის ცენტრში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუშინეს. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს, თუმცა მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

 

120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

კითხვაზე, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებზე იფორმაციას არ ავრცელებს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა. 2014 წლის 27 მაისი.
ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა. 2014 წლის 27 მაისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი