სამართალი

დათა ახალაიამ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

23 აპრილი, 2014 • • 1179
დათა ახალაიამ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილბა ახალაიამ პოლიტკური დევნის გამო მიიღო: 

 

“ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით!”.

 

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათა ახალაია სამართალდამცავებს ჩაბარდა, ტყულია. ადვოკატის თქმით, პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

 

დათა ახალაია
დათა ახალაია

საქართველოს მთავარი პროკურატურა დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ეძებს. 

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით, 3.9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი