სამართალი

სასამართლომ უგულავას და კეზერაშვილის საქმეზე ჯოზეფ ქეის ჩვენება დაუშვებლად ცნო

3 ივლისი, 2013 • 1606
სასამართლომ უგულავას და კეზერაშვილის საქმეზე ჯოზეფ ქეის ჩვენება დაუშვებლად ცნო

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დასაშვებად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა და სასამართლოზე მტკიცებულებად

გიგი უგულავა /ფოტო: კატო კოპალეიშვილი
გიგი უგულავა /ფოტო: კატო კოპალეიშვილი

არ იქნება დაშვებული ჯოზეფ ქეის 2013 წლის 15 თებერვლის ჩვენება, რომელიც მან გამომძიებელს მისცა თურქეთში, საქართველოს საკონსულოში.

 

მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული ჩვენება ჩაწერილი იყო საკონსულოში კანონდარღვევით, რადგან საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, საკონსულო საქართველოს ტერიტორიას არ წარმოადგენს და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.

 

მოსამართლემ ასევე დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია ჯოზეფ ქეისა და ფორექს ლიმიტედს შორის 2008 წელს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

  

დაცვის მხარე ასევე ითხოვდა, სასამართლოს დაუშვებლად ეცნო პაატა სირაძის, გიორგი ისაკაძის, დავით იაკობაშვილის, ნატალია შაშკოვას ჩვენებები, რადგან აღნიშნული ჩვენებების ნაწილი გვიან ღამით არის დაწერილი, რისი აუცილებლობაც, დაცვის მხარის მტკიცებით, არ იყო. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და შუამდგომლობა არ დააკმაოფილა.

 

სასამართლო პროცესზე ამ წუთებში გამოცხადებულია შესვენება, რის შემდეგაც მოსამართლე დაცვის მხარის კიდევ ერთ შუამდგომლობას მოითხოვს უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამარლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალდების საქმეს. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი