სამართალი

გირგვლიანის საქმეზე ბრალი დავით ქოქიაშვილს წაუყენეს

27 ივნისი, 2013 • • 1144
გირგვლიანის საქმეზე ბრალი დავით ქოქიაშვილს წაუყენეს

“დავით ქოქიაშვილს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ „ზ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი ხელისუფლების წრმომადგენლის მიერ, ჯგუფურად, 2 ან მეტი პირის მიმართ და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით)  და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ „ე“  და “თ“ ქვეპუნქტებით (წამება ჩადენილი მოხელის მიერ, 2 ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით). დავით ქოქიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის პროკურატურა დღესვე მიმართავს სასამართლოს”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

 

დავით ქოქიაშვილის ადვოკატი თემურ ქუტიძე აცხადებს, რომ ქოქიაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს და მისი მონაწილეობა ამ სამეში მხოლოდ და მხოლოდ იმ ავტომობილის მართვით შემოიფარგლება, რომლითაც სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანაში აიყვანეს. როგორც ქუტიძემ “რუსთავი 2″–ს განუცხადა, ქოქიაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი