სამართალი

სოზარ სუბარი ციხის “მაყურებლის” ინსტიტუტის შესახებ

24 აპრილი, 2013 • • 1116
სოზარ სუბარი ციხის “მაყურებლის” ინსტიტუტის შესახებ

როგორც სუბარმა დღეს, 24 აპრილს მე-9 არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” სტუმრობისას განაცხადა, ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 თანამშრომელი სწორედ ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობის გამო გათავისუფლდა. მინისტრის მტკიცებით, ამ თანამშრომლებმა “მაყურებლებთან” კავშირი თვითონაც არ უარყვეს.


გარდა ამისა, სუბარის განცხადებით, როდესაც მისი სამინისტროში მისვლიდან რადმენიმე დღეში მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის იმიტაცია მოეწყო, ეს ფაქტი სწორედ “მაყურებლების” ინსტიტუტს უკავშირდებოდა: “მაყურებლებს” არ მოეწონათ ციხის ახალი ხელმძღვანელების განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ინსტიტუტის გავლენა უნდა დასრულებულიყო და კონტროლი ადმინისტრაციას აეღო.


მე-9 არხის ეთერში სუბარმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა.


“შოკში ვარ, იმდენად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა. წამება ვიცოდით, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ სულ იყო ლაპარაკი, რომ აი, ევროპული დონის ციხეები გვაქვსო. კი ვიცოდი, რა “ევროპული დონის ციხეებიც” იყო, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ინფრასტრუქტურა ცოტათი მოწესრიგებული მაინც იქნებოდა. წარმოუდგენელია… თითოეული დაწესებულება არის  ავგიას თავლა თავისი ბოროტებით,  დანაშაულებრივი სისტემით, თავისი ქურდული [მენტალიტეტით] თუ მაყურბელის იერარქიით და კორუფციით, რომელსაც საოცარი მასშტაბი ჰქონდა”, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი