სამართალი

დაკავებული არიან პატიმრის გაუპატიურებაში ბრალდებულები

11 აპრილი, 2013 • • 1438
დაკავებული არიან პატიმრის გაუპატიურებაში ბრალდებულები

საგამოძიებო უწყების ცნობით, პატიმრის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში

კადრი პატიმართა წამების შესახებ 2012 წლის შემოდგომაზე გავრცელებული ვიდეომასალიდან
კადრი პატიმართა წამების შესახებ 2012 წლის შემოდგომაზე გავრცელებული ვიდეომასალიდან

აღიძრა.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე ერთ–ერთ მსჯავრდებულს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში  შეუკრეს ხელ-ფეხი და სასტიკად სცემეს, მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში რამდნეჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.

 

სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე. რაც შეეხება დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი