სამართალი

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

25 ოქტომბერი, 2012 • • 1076
გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

 სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, დღეს, 25 ოქტომბერს, 09:10 საათზე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 46 წლის პატიმარი ლ.შ.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია– რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაცვლილი პატიმრის წინასწარი დიაგნოზია გასტროდუოდენალური სისხლდენის ფონზე განვითარებული გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობა.

 

“ლ.შ #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 22 ოქტომბერს გადაიყვანეს, დიაგნოზით: ქონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აივ ინფექცია შიდსი, მარჯვენამხრივი ექსუდაციური პლევრიტი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გასტროდუოდენალური სისხლდენა”, – ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი