საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

შესაბამისი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა დღეს, 14 მაისს გაავრცელა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, 2012 წლის 30 აპრილს ომბუდსმენის რწმუნებული ესაუბრა #8 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარს პ. კ.-ს. პატიმრის გადმოცემით, 2002 წელს მან ქალა-ტვინის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შემდეგ იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. მისივე განმარტებით, იგი იძულებულია, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახმარება სთხოვოს თანასაკნელებს. პ.კ.-ს განცხადებით, #8 დაწესებულებაში იგი უზრუნველყოფილი არ არის ინვალიდის ეტლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის აუცილებელი  საშუალებებით და გარემოთი, რის გამოც იგი ითხოვს #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ასევე გააჩნია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ მიერ პატიმარ პ. კ.-ჯანმრთელობის მდგომარეობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასატურებს, რომ პ. კ.-ს დგომა და სიარული შეუძლია მხოლოდ დამხამრე საშუალებებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *