შესაბამისი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა დღეს, 14 მაისს გაავრცელა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, 2012 წლის 30 აპრილს ომბუდსმენის რწმუნებული ესაუბრა #8 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარს პ. კ.-ს. პატიმრის გადმოცემით, 2002 წელს მან ქალა-ტვინის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შემდეგ იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. მისივე განმარტებით, იგი იძულებულია, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახმარება სთხოვოს თანასაკნელებს. პ.კ.-ს განცხადებით, #8 დაწესებულებაში იგი უზრუნველყოფილი არ არის ინვალიდის ეტლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის აუცილებელი საშუალებებით და გარემოთი, რის გამოც იგი ითხოვს #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ასევე გააჩნია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ მიერ პატიმარ პ. კ.-ჯანმრთელობის მდგომარეობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასატურებს, რომ პ. კ.-ს დგომა და სიარული შეუძლია მხოლოდ დამხამრე საშუალებებით.
