სამართალი

ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

6 მარტი, 2012 •
ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება
ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება

შსს-ს ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისულფეს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა. რამდენიმე დღის წინ 47 წლის სოლომონ ქიმერიძე სწორედ პოლიციის ამ შენობაში დაიღუპა.

”ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ ის უბედური შემთხვევა, რა დროსაც სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად პოლიციის შენობაში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო სრულყოფილად უზრუნველყოფილი და ამიტომ სამმართველოს ხელმძღვანელს დავატოვებინეთ თანამდებობა. მის გარდა არავინ დასჯილა, ის იყო იმ დროს ხელმძღვანელი და მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამიტომ დადგა,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” შოთა ხიზანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ხაშურის რაიონულ სამმართველოს ახალ ხელმძღვანელად გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი კახაბერ ბერუაშვილი დაინიშნა.

ოფიციალური ინფორმაციით, 47 წლის სოლომონ ქიმერიძე მიმდინარე წლის 27 თებერვალს დაკითხვის მიზნით იმყოფებოდა ხაშურის პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც კიბიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ამავე თემაზე:

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი