სამართალი

ადმინისტრაციული პატიმრობის უკანონობა

14 დეკემბერი, 2011 • • 1516
ადმინისტრაციული პატიმრობის უკანონობა

საია
საია

კანონი, რომელიც პირის ადმინსიტრაციული წესით დაკავების ნორმებს განსაზღვრავს, საქარველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კოვენციის სტანდარტებს ეწინააღდეგება და არღვევს პირის უფლებას, იცოდეს, რატომ დაკაავეს, ასევე ირღვევა მისი ჯეროვანი დაცვის უფლება. გარდა ამისა, სასამართლო პოცესები დარღვევებით მიმდინარეობს. ამას სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე ასკვნის როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ისე საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ 14 დეკემბერს თბილისში გამართა დისკუსია, სადაც  მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში  იმის შესახებ, თუ რა ხარვეზებს შეიცავს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პატიმრობებთან დაკავშირებით, ასევე, როგორ არღვევს სასამართლო პირის უფლებებს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას და როგორ ირღვევა ამ პირთა უფლებები უშუალოდ დაკავებისას. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

საიას შეფასებით, სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა, საბჭოთა კანონმდებლობისთვის დამახასიათებელი მექანიზმიაა და მისი ხანგრძლივობა სხვა ქვეყნებთან შედარებით რეკორდულ – 90 დღეს შეადგენს.

საია–ს იურისტი, სოფო ვერძეული აცხადებს, რომ კანონის ხარვეზის გამო ადმინსიტრაციული პატიმრობის შეფარდებისას იურისტები სრულყოფილად ვერ იცავენ პირებს სასამართლოში. გარდა ამისა, „ადმინისტრაციული პატიმრობა“ სისხლის სამართლის ხასიათის სანქციაა, თუმცა, მისი შეფარდებისას პირები მოკლებულნი არიან იმ უფლებებს, რა უფლებებითაც სარგებლობენ სისხლის სამართლის წესით პატიმრობის შეფარდებისას. ეს არის დუმილის უფლება, სასამართლოზე შეჯიბრობითობის პრიციპი და ა.შ. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მოსამართლეს უფლება აქვს, პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმისა და პოლიციელის საფუძველზე, თუ მისი ბრალეულობა სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება.

აღნიშნულის დასადასტურებლად სოფო ვერძეულმა ის საქმეები გაიხსენა, როცა მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება გაითვალისწინა და არ ისურვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი. ეს იყო აქტივისტ ირაკლი კაკაბაძის დაკავების შემთხვევა,  როცა დაცვის მხარეს მოსამართლემ წარუდგინა ვიდეომასალა, თუმცა მოსამართლემ ამ ვიდეოს ნახვა არ ისურვა.

საია–ს ამ განცხადებას მოსამართლე ირაკლი შენგელიას კომენტარი მოჰყვა: „რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, რომ პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს,“ – განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ. მისივე თქმით, მხარემ უნდა დაარწმუნოს მოსამართლე ამა თუ იმ მტკიცებულების საჭიროებაში.


მოსამართლე by tazo-kupreishvili

ადვოკატებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ თუ მოსამართლემ არ მოინდომა ვიდეოს ნახვა, როგორ უნდა გადაწყვიტოს, სანდოა თუ არა ის.

„ახალგაზრდა იურისტებმა“ ყურადღება ასევე გაამახვილეს იმაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯისას, სასამართლო მათ არ აძლევს საკმარის დროს, რათა მათ მომზადება და პირის დაცვა კვალიფიციურად შეძლონ. ადვოკატების ამ ნათქვამს კვლავ მოჰყვა მოსამართლე ირაკლი შენგელიას რეპლიკა და ამ ფაქტს „აბსურდული“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდება.

საია–ს ერთ–ერთმა იურისტმა განაცხადა, რომ ის პირადად იყო ჩართული 2011 წლის იანვარში თბილისში დაკავებული ვეტერანების საქმეზე და მაშინ მოსამართლემ ადვოკატებს მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი მისცა, არადა, პროცესზე 7 პირის საკითხი განიხილებოდა.

ამ ფაქტების დასახელების შემდეგ შეხვედრაზე მყოფმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სჯობდა, შეხვედრაზე კონკრეტული საკითხების ნაცვლად, გლობალურ, კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრათ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ადმინისტაციული პატიმრობის ნაცვლად სხვა სანქციებს გამოიყენებენ,რადგან ახლანდელი კანონი პატიმრობას მსუბუქი დარღვევისთვისაც ითავლისწინებს.

იუისტების ინფორმაციით, პირის დაკავება ხდება 12 საათით, რის შემდეგაც ის სასამართლოს უნდა წარუდგინონ, სასამართლომ კი 24 საათში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, დამცველს არა აქვს უფლება, პროცესის გადადების მოთხოვნით იშუამდგომლოს.

იურისტ სოფო ვერძეულის თქმით, კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზია ისიც, რომ პირის დაკავების შესახებ შეიძლება ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს, თუ ვინმე არ შეესწრო მის დაკავებას. მას არ აძლევენ საშუალებას ტელეფონით დაუკავშირდეს ვინმეს. ხშირია შემთხვევები, როცა სასამართლო პროცესები ადვოკატების გარეშე ტარდება და ადმინისტრაციულ პატიმრობამისჯილი პირების მოსაძებნად და სასამართლო გადაწყვეტილ ზების გასასაჩივებლად 48 საათიანი ვადა აქვთ. ამ დროს კი ადვოკატებს თავიანთი კლიენტების ძებნა საქართველოს მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ეძებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანები ვერ სარგებლობენ პირადი ჰიგიენის, გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და სხვა უფლებებით. ამათ მათ დმი–ებში არსებული ინფრასტრუქტურა და წესები არ აძლევს საშუალებას.

14 დეკემბერს საია–ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა კვლავ ისაუბრა ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე.

საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დავით კორახაშვილმა განაცხადა, რომ შსს ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და შსს უახლოეს მომავალში გეგმავს კონკეტული ნაბიჯების გადადგმას დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად.

ინფრასტრქტურული პრობლემების გარდა, გიორგი ტუღუშმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში აქციის დროს დაკავებულებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დაერღვათ სხვადასხვა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის დაცვის, ახლობლებთან დაკავშირების და ა.შ.

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა Human Rights Watch–ის წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი გოგუამ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით Humanირ Rights Watch უახლოეს მომავალში დასკვნას გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული პრობლემები და რეკომენდაციები.

Human Rights Watch–ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მიერ სხვადასხვა კონვენციებით აღებულ ვალდებულებებს. გიორგი გოგუამ სისტემის მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა ის, რომ როცა ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შესაფარდებლად მიჰყავთ სასამართლოში და მას აქვს სხვადასხვა დაზიანებები, მოსამართლე არ ინტერესდება საიდან მიიღო მან ეს დაზიანება.

დისკუსიისას განხილული პრობლემების შესახებ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა ევროკავშირის თანამშრომელი თამუნა ხულორდავა. მან თქვა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და მას იმედი აქვს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად წარმატებული ნაბიჯები გადაიიდგმება.

შეფასებებში გაცილებით კონკრეტული იყო East West Management Institute–ის წარმოამდგენელი ჰერბერტ ბოუმანი.

ბოუმანის თქმით, ადმინისტრაციულ პატიმრობებთან დაკავშირებული კანონი საქართველოში არ უზრუნველყოფს და არ არის ადეკვატური იმ ვალდებულებებისა, რაც საქართველომ საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით აიღო. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ამ პროცესში პოლიციას მინიჭებული აქვს დიდი ძალაუფლება  და ხშირად, ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯებიან ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი