ახალი ამბებისამართალი

მოსამართლეს პოლიციელის ჩვენებაზე სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარმოუდგენია [audio]

14 დეკემბერი, 2011 • 4626
მოსამართლეს პოლიციელის ჩვენებაზე სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარმოუდგენია [audio]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, მას ვერ წარმოუდგენია, პოლიციელის ჩვენებაზე უფრო სარწმუნო მტკიცებულება თუ არებობს.

აღნიშნული მოსაზრება მოსამართლე ირაკლი შენგელიამ დღეს, 14 დეკემბერს, თბილისში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა. “საიამ-მ” დისკუსიის მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში  იმის შესახებ, თუ რა ხარვეზებს შეიცავს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პატიმრობებთან დაკავშირებით, ასევე, როგორ არღვევს სასამართლო პირის უფლებებს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას.

“საია-ს” განცხადებით, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, ხშირად პროცესის სწრაფ რეჟიმში გამართვის გამო, ადვოკატები ჯეროვნად ვერ იცავენ დაკავებულის უფლებებს. პრობლემაა  ისიც, რომ პატიმრობის შეფარდებისას, მოსამართლეები, როგორც წესი, მხოლოდ იმ პოლიციელის ჩვენებას ითვალისწინებენ, რომელმაც აღნიშნული პირი დააკავა, დაცვის მხარეს კი უარს ეუბნებიან მტკიცებულებების განხილვასა და მოწმეთა დაკითხვაზე.

“საია-ს” ამ განცხადებას მოსამართლე ირაკლი შენგელიას კომენტარი მოჰყვა: „რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს,“ – განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ.

მოსამართლე by tazo-kupreishvili

მის ამ განცხადებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „მაშინ რა საჭიროა სასამართლო, პირდაპირ მიუსაჯეთ პატიმრობა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი