სამართალი

ფოტოგრაფები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს[Video]

22 ივლისი, 2011 • 1348
ფოტოგრაფები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს[Video]

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზს ამ წუთებში ტოვებენ.

მანამდე მათ კიდევ ერთხელ აღიარეს წაყენებული ბრალი და განაცხადეს, რომ აღიარებითი ჩვენებები გამოძიებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიცეს.

ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ და ნათია გედენიძემ, რომლებიც 7 ივლისს საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რაც პროკურატურამ დღეს დააკმაყოფილა.

დღესვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაამტკიცოს ოთხივე დაკავებულთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოუტანოს მათ განაჩენი.

შუამდგომლობით პროკურატურამ მოითხოვა სასჯელის შემდეგი ზომები: გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძისთვის პირობით სასჯელები 4–4 წლის გამოსაცდელი ვადით, ქურციკისძისთვის – 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ნათია გედენიძისთვის – 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლე ზვიად ესებუამ სრულად დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი