სამართალი

კვირიკაშვილი: ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში გარკვეული პროგრესი არის

17 მარტი, 2016 • 1074
კვირიკაშვილი: ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში გარკვეული პროგრესი არის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა 17 მარტს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

„მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების საქმეზე, არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში. პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი. იმედი მაქვს, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება,” – აღნიშნა პრემიერმა.

სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Youtube.com-ის მეშვეობით გასულ კვირას გავრცელდა. ასევე გამოქვეყნდა მუქარის შემცველი მეორე ვიდეოც, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კადრებიც გამოქვეყნდება, თუ ისინი თავის საქმიანობას არ შეწყვეტენ. გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ხელისუფლებამ დამხარებისთვის FBI-ის მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი