აფიშა

“ქალი კადრში” – CinéDOC Tbilisi 4-6 მარტს კინოჩვენებებს გამართავს

22 თებერვალი, 2016 •
“ქალი კადრში” – CinéDOC Tbilisi 4-6 მარტს კინოჩვენებებს გამართავს

CinéDOC-Tbilisi-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით 4-6 მარტის ჩათვლით კინოთეატრ ამირანში შემოქმედებით-დოკუმენტური ფილმების კინოჩვენებები გაიმართება.

“ფილმებში დომინირებენ განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესის ქალები საკუთარი უნივერსალური ცხოვრებისეული ისტორიებით. ისტორიებით, რომლებიც კიდევ ერთი მკაფიო შეტყობინება იქნება საზოგადოებისადმი, საჭირო ყურადღება დაუთმონ ქალების წინაშე აღმართულ ზღუდეებს, ბარიერებს და იმ სტიგმას, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი მწვავედაა გამოხატული,” – აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტის ოფიციალური თრეილერი.Official Trailer of our Project.

Posted by CinéDOC-Tbilisi on Friday, 19 February 2016

 

კინოჩვენებების სერია 4 მარტს, 19:30 საათზე, კინოთეტრ ამირანის პირველ დარბაზში გახსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება დანიელი რეჟისორის, ბერიტ მადსენის ფილმი “სეპიდე”. ფილმი მოგვითხრობს ირანელი გოგოს შესახებ, რომელსაც სურს ასტრონავტი გახდეს. იგი ღამეებს სამყაროს საიდუმლოების შეცნობაში ატარებს და ოცნებების ასასრულებლად ბრძოლას იწყებს.

ჩვენებები ასევე გაიმართება 5-6 მარტს კინოთეატრს ამირანის მე-3 დარბაზში 18:00 და 20:00 საათზე. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია. დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი