აფიშა

ანიმაციური ფილმების ფესტივალის “ნიქოზი” 2016 წლის პროგრამა

29 აგვისტო, 2016 •
ანიმაციური ფილმების ფესტივალის “ნიქოზი” 2016 წლის პროგრამა

1-6 სექტემბერს სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეექვსედ გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან გამოჩენილი ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლის წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. ფესტივალის მეგობრები ცნობილი “დრეზდენის”, “ანესის”, “სუზდალის”, “ლაიფციგის”,  ანიმაციური ფესტივალები და სხვადასხვა ანიმაციური სტუდიები გახდა.

გაეცანით ფესტივალის სრულ პროგრამას:

1 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა:

  1. მხატვარ გოგი მიქელაძის Gogi Mikeladze ART ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა
  2. პრეზენტაცია: ჯანალბერტო ბენდაზი (იტალია) – კინოკრიტიკოსი, მსოფლიო ანიმაციურ ენციკლოპედიას წარადგენს, რომელშიც ქართული ანიმაციაც არის წარმოდგენილი.
  3. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელოვნებო სკოლის ბავშვების შემოქმედების ჩვენება

ანიმაციური პროგრამა:

  1. ანიმაციური სტუდია “ფოლიმაჟი” (საფრანგეთი) კორინ დეტომბი – პროდიუსერი
  2. ანიმაციური ფილმის “ჯიბის კაცის” ნაწყვეტები, რომელიც ფრანგული ანიმაციური სტუდია “ფოლიმაჟის” ქართველ ხელოვანთან თანამშრომლობით ხორციელდება
  3. “ჰან ფილმ” (გერმანია) გაბორ შტაიზინგერი (ანიმატორი)

2 სექტემბერი:

  1. “NEF ანიმაცია” ხავიერ კავა-ტოპორი (საფრანგეთი) რეჟისორი NEF Animation – Nouvelles Ecritures pour le Film d’Animation
  2. “ანიმა ფესტივალი” კარინ ვანდერნიდტი (ბელგია)
  3. ანიმაციური ფილმების სტუდია “ანიმოსი” (რუსეთი)
  4. ანიმაციური ფილმების რუსეთის ღია ფესტივალი “სუზდალის ექო”
  5. “ტინდირინდის” ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (ლიტვა)
  6. ფესტივალი “თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოები” (თამარ ჟვანია – ფორტეპიანო)

3 სექტემბერი – ანიმაციური პროგრამა:

  1. ჯანალბერტო ბენდაზი (იტალია) კინოკრიტიკოსი
  2. დრეზდენის ფესტივალი (გერმანია)

4 სექტემბერი:

  1. ზებრა ფესტივალი (გერმანია)
  2. ანესის ფესტივალი (საფრანგეთი)
  3. ხელის ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა გაგრა” და პიანისტი ნანა ხუბუტია სპექტაკლი “უპატრონო ურო,”
  4. ფესტივალი “თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოები”

5 სექტემბერი:

  1. მაურო კარარო (იტალია) რეჟისორი
  2. იეჟე კუჩა (პოლონეთი) რეჟისორი
  3. “ჰუმრა”– ანიმაციური ფილმები ადამიანის უფლებების შესახებ
  4. გორის ქალთა კამერული გუნდი

6 სექტემბერი – ფესტივალის დახურვა:

  1. კანადის ეროვნული კინოცენტრის პროგრამა
  2. ანჩისხატის ტაძრის გუნდი

2, 3 და 5 სექტემბერს კი ფესტივალის ფარგლებში ცნობილი გერმანელი ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვრი, გაბორ შტაიზინგერის სემინარი გაიმართება თემაზე – ფილმის წარმოებისათვის ანიმციური პერსონაჟის შექმნა და ფილმის წარმოებისთვის მომზადება, რომელიც სოფელ ნიქოზში წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდება.

სემინარი „ჰან ფილმის“, გოეთეს ინსტიტუტისა და სტუდია „კვალი XXI“-ის თანადგომით, საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზის“-ფარგლებში გაიმართება.

თბილისიდან ნიქოზში სტუმრების გამგზავრებას უფასოდ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

გასვლის დრო და ადგილი, ვარდების მოედანი: 1 სექტ, 11:00 სთ; 4 სექტ. – 12 სთ; 2, 3, 5, 6 სექტ. – 09:00 სთ. ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალი დაახლოებით 18:00-20:00-მდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი