16-21 მაისს თბილისის რიგით მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. თბილისის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოწვეულნი არიან ცნობილი ავტორები: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, დიმიტრი ბიკოვი, იური ანდრუხოვიჩი, ტადეუშ დაბროვსკი, სერხიო ბადილია კასტილიო, ლუდვიგ ლაჰერი, იასუჰირო იოცუმოტო და სხვები. თბილისს სულ 19 სტუმარი ეწვევა 16 ქვეყნიდან.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, ლექციებს, წიგნების პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს და ასევე, ღონისძიებებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე კავკასიურ სახლში, კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიაში, ილიაუნიში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფესტივალის პროგრამის გასაცნობად გადადით ბმულზე.