ხელოვნება

ზურა ზღვას ეძებდა და თან მოთხრობებს წერდა

12 თებერვალი, 2016 • 3932
ზურა ზღვას ეძებდა და თან მოთხრობებს წერდა

ზურა აბაშიძე მწერალია ბათუმიდან. მართალია, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ფინალისტობა უკვე მოასწრო. ბოლო და მისთვის ყველაზე აღსანიშნავიშემოდგომის ლეგენდაგახდა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია; წერს ბლოგებს და წიგნის მაღაზიაში შესულ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

“მთელი ბავშვობა ვიცოდი, რომ თუ ქალაქში დავიკარდებოდი, პირდაპირ ვივლიდი და აუცილებლად გამოჩნდებოდა ზღვა. ზღვა ჩემი გზამკვლევი და ორიენტირი იყო. ზღვა უფრო პატარა მეგონა, ვიდრე მთელი ქალაქი. ზოგჯერ თბილისში ბოდიალის დროსაც მგონია, რომ შეიძლება შემომხვდეს ზღვა. როცა თბება, სულ წყალს დავეძებ. თუმცა არსად ჩანს”.

როდის მიხვდი, რომ მწერლის კარიერა სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებდა?

მთელი ბავშვობა მინდოდა ვყოფილიყავი მომღერალი. ამისათვის არანაირი მონაცემი არ გამაჩნია, მაგრამ ოცნებებშიც კი ძალიან პრეტენზიული ვიყავიისეთი მომღერალი უნდა ვყოფილიყავი, მე რომ სიმღერას დავიწყებდი მსმენელი უნდა გადარეულიყო.

მერე მინდოდა მსახიობობა, აქაც კვლავ ისე მინდოდა შემესრულებინა მაგალითად ჯულიეტა, რომ ცხოვრებაში არავის შემოეთავაზებინა მეორეხარისხოვანი როლი.

მაგრამ მერე ოცნებები გვერდით გადავდე. დღეს, მიჭირს საკუთარ თავს მწერალი ვუწოდო, მე უბრალოდ ამბებს ვთხზავ. მიზეზი ძალიან მარტივი იყო: ჩამოვედი ქალაქში, სადაც არავის ვიცნობ, ვარ მარტო; ჰოდა, ვიფიქრე, მოდი დავწერმეთქი. და თან რაც მთავარიაამით ვიპრანჭები. მე რომ დავწერ, ვიღაც იტყვის, რომ ეს კარგია, ვიღაც მოვა და მეგობრობას შემომთავაზებს, ვიღაცას სამუდამოდ მოუნდება ჩემთან დარჩენა. ვიცი, რომ წერით ბევრ ფულს ვერ ვიშოვი, მაგრამ უფრო საინტერესო აღმოჩენების გაკეთება შეიძლება.

არის შენთვის მწერლობა პასუხისმგებლობა?

რა თქმა უნდა! უფრო მეტად ეს შიშთანაა დაკავშირებული. მეშინია, რომ ერთ დღეს შეიძლება ვეღარ დავწერო, ერთ დღესაც მივხვდე, რომ ვეღარ მივიწევ წინ. რასაც წერ, იმას მკითხველს აწვდი და პასუხისმებლობას შენს მხერბზე იტოვებ თითოეული შენი სიტყვის გამო. შეიძლება საკუთარი ნაწერი გადაიკითხო და მიხვდე, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი.

თემებს წინასწარ არჩევ, თუ რეალურია მითი მუზების შესახებ?

ჩემი ლიტერატურა, ეს რაღაც მხრივ, მაინც არისმე ლიტერატურა”. ჯერ ასაკითაც ძალიან პატარა ვარ იმისათვის, რომ სხვა ადამიანების თვალით დანახულ სამყაროზე ვწერო. ცოტა ეგოისტურია, მაგრამ ასე მირჩევნია. უნიჭო ვარ, ვერ გამოვიგონებმე უნდა ვნახო, უნდა გადამხდეს, უნდა გამოვცადო. ასეთ ამბებს არ აკლია გულწრფელობა. შეიძლება ახლა, სახლამდე გზაში მოვისმინო დიალოგი, რომელიც შემდეგ ჩემს რომელიმე მოთხრობაში მოხვდება.

მწერალი ზურა აბაშიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

მწერალი ზურა აბაშიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პირველად რომელმა მოთხრობამ მიიქცია ყველაზე მეტად მკითხველის ყურადღება?

როდესაც ანაკორძაია სამადაშვილის კლასისათვის, უნივერსიტეტში დღიურების წერა მომიწია, ლექტორმა შემაქო და მივხვდი რომ მსგავსი სასიამოვნო გრძნობა ძნელად თუ განმეცადა.  მაგრამწეროსკონკურსის 15 ფინალისტს შორის მოხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  სწორედ, მაშინ მივიღე პირველი ყველაზე დიდი დადებითი და ასევე, უარყოფითი შეფასებაც.

თქვი, რომ გიყვარს როდესაც გაქებენ, რას იტყვი კრიტიკაზე? განიცდი, როდესაც გკიცხავენ?

შეუძლებელია, რომ რამეს აკეთებდე და რაღაც დროის მერე თუ ვინმემ არ შეგაქო, შემდეგ ამ საქმის კეთების სურვილი შეგრჩეს. ეს მხოლოდ გენიოსებს ახასიათებთ და აბა, მე გენიოსი არ ვარ.

მსიამოვნებს ნამდვილი კრიტიკა. როდესაც ჩემს თხზულებას უღრმავდებიან, მიმითითებენ კონკრეტული შეცდომებისაკენ. გულს მტკენს ხოლმე ისეთი კრიტიკა, რომელიც უფრო მეტად ბრაზითაა განპირობებული. როცა გწერენ, რომ ხარ უნიჭო, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის არც ისე სასიამოვნო თემაზე წერ. მაგრამ არც ესაა პრობლემა. მე ამას ისევ ჩემს სასიკეთოდ ვიყენებ.

გაამარტივა თუ არა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მკითხველისა და მწერლის ურთიერთობა?

ახლა ინტერნეტში უფრო ხელმისაწვდომია ნამუშევრები, ადამიანი თითქმის სრულად გადაერთო ინტერნეტში კითხვაზე, მას შეიძლება ეზარებოდეს გარეთ წიგნის ან გაზეთის საყიდლად გასვლა, მას შეიძლება ფულიც არ ჰქონდეს რომ იყიდოსამისათვის ვერავის დაადანაშაულებ. ვერ ეტყვი იყიდე ჩემი წიგნი და წაიკითხეო.

როდესაც ხედავ, რომ შენს სამეგობროში 3 ადამიანი აზიარებს გვერდს, ინსტიქტურად გიჩნდება ინტერესი. აქედან გამომდინარე ჩემიპროდუქტიგაცილებით მეტ გამოხმაურებას ჰპოვებს. ჩნდებიან ადაიანები, ვინც უკვე ელოდებიან შენს შემდეგაფდეითს”. რა თქმა უნდა, გამარტივებული კომუნიკაციით მეც ზუსტად ვიგებ რაზე უფრო სენსიტიურად რეაგირებს ჩემი მკითხველი.

რატომ დაინტერესდი ბლოგების წერით?

სრულიად შემთხვევით, მეგობრის რჩევით დავიწყე ბლოგების წერა. მითხრა, რომ თუ დავწერდი მის გამოქვეყნებაზე თავადვე იზრუნებდა. სპეციფიკური საქმეა ბლოგების წერათანამედროვე პლატფორმა აზრის დასაფიქსირებლად, რაც ძალიან მომწონს.

შენი ყველაზე ცნობილი ბლოგი, “მე მეშინია დედაჩემისსაკუთარ გამოცდილებაზე დაწერე?

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ მე უბრალოდ ჰომოსექსუალიზმის თემით ვმანიპულირებ. მე ეს არ დამიწერია, იმისათვის, რომ ვინმემ შემომხედოს და იფიქროს, რომ საცოდავი ვარ, რადგან მეშინია საკუთარი დედის. არავის ვთხოვ, რომ შემიფაროს და მიმიღოს. მე ეს არ მჭირდება, მე მყავს ყველა, ვინც მხარს მიჭერს და მაფასებს.

არიან ადამიანები, რომელიც ცხოვრობენ პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ხშირად ვფიქრობ, რას შეიძლება აკეთებდეს 15 წლის გეი ბიჭი ჩოხატაურის რაიონში, ან 13 წლის ლესბოსელი გოგონა ხონში, რომელიც ახლა იწყებს ფიქრს საკუთარ იდენტობაზე და ცდილობს გაერკვეს. მათ ჰყავთ მშობლები, რომლებიც შეიძლება გადააწყდნენ სადმე ჩემს ბლოგს, ამან შეიძლება არც არაფერი შეცვალოს მათ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება დედა, რომელიც დაფიქრდება, რომ შეიძლება მის შვილს მისი ეშინია.

ტექსტი არ არის ჩემზე, ჩემს შიშზე, ტექსტი არის ჩვენი, როგორც საზოგადოების რეალურ შიშზე. რატომ არ უნდა ავუხსნათ 14-15 წლის ბიჭებსა და გოგონებს, რომ როდესაც ისინი საკუთარ თავებს აღმოაჩენენ, ეს არ იქნება ტრაგედია. იმედი გვქონდეს, რომ მათი მშობლები არ იქცევიან მონსტრებად მათ თვალში.

მწერალი ზურა აბაშიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

მწერალი ზურა აბაშიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

აღნიშნე, რომ გინდა ბლოგების წერა გააგრძელო. ლგბტ აქტივიზმისა და ამ პრობლემატიკაზე წერის გარდა, კიდევ რა თემებით ინტერესდები?

საკმაოდ ბევრი რამ მიტრიალებს თავში. პირველ რიგში, მინდა დავწერო სტუდენტებზე, რომლებიც თბილისში ჩამოდიან და ახალ გარემოსთან შეგუებას, თავის დამკვირდებას ცდილობენ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი რამ დამიგროვდა სათქმელი.

ბათუმი პატარა ქალაქია, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ქუჩაში გაცილებით მეტი კმაყოფილი სახის ნახვაა შესაძლებელი. იქ ყველა ყველას იცნობს.

თბილისში კი ნებისმიერ დროს შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. აქ შეიძლება იპოვო ახალი წრე, ახალი ადამიანები.  ბათუმში ეს შეუძლებელიათუ ერთ სკოლაში გაქვს კარგი მოსწავლის სახელი, ეს ყველა სკოლაში თან გაგყვება, სადაც არ უნდა წახვიდე.

ბევრი სკოლა შევიცვალე, ვიყავი სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეც, ბათუმის ბევრ საჯარო სკოლაშიც ვისწავლე, თუმცა ყველგან განსხვავებულ პრობლემასთან შეჭიდება მიწევდა, რამაც განვითარების საშუალება მომცა. საბოლოოდ, ამან მომცა შანსი რომ 20 წლის ასაკში უკვე მქონოდა ჩემი ისტორია, ის რაც უკან მოვიტოვე, თუმცა ჩემი ნაწილია.

ამიტომ, ასე თუ ისე სათქმელიც საკმაოდ შემიგროვდა. მაგრამ ჯერ ზუსტ დროს ველოდები, რომ ბლოგების წერა აქტიურად გავაგრძელო, უნდა მივხვდე, რომ მზად ვარ ახალი ეტაპი დავიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი