„ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან პოზიტიურია და იქ მკაფიოდ წერია, რომ ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში და გაცილებით უკეთეს ქვეყანაში. ვენეციის კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული. არიან პარტიები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ, არა ის რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს ქართველმა ხალხმა, არამედ ის რომ მათი გამარჯვება, მათი ბარიერის გადალახვა იყოს გარანტირებული და ასეთი კონსტიტუცია ვერ იქნება მიღებული. ამ პროცესში ძალიან დიდი შრომა გასწია პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის. უაღრესად მცირე დროში ჩატარდა უზარმაზარი სამუშაო, რომლის შედეგიც არის კონსტიტუციის დაგვირგვინება. თუმცა, მე მაინც მინდა რომ უნუგეშოდ არ დავტოვო ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. მათ აქვთ სრული შანსი 2020 წლის არჩევნებზე გავიდნენ ახალი ლოზუნგით, რომ დააბრუნებენ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან 1977 წლის ბრეჟნევის კონსტიტუციას და მაშინ ნახავენ აქვს თუ არა მათ ლოზუნგებს ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი – ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში
ასევე:
-
იურისტის თქმით, საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვის სარჩელზე ვენეციის კომისიასაც უნდა მიმართოს
-
„ოცნება“ კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აკრძალვებს უწესებს
-
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ 2018 წლიდან კონსტიტუციის შესწორება არ უცდია. ასეა ეს?
-
სუბარი ასახელებს თარიღს, როდის შეუწყვეტენ გახარიას პარტიელებს დეპუტატების მანდატებს
-
17.11.2026
ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
-
17.11.2026
ელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
-
17.11.2026
სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიცირებაზე და გამოძიების ეფექტიანობაზე – IPI გურამ როგავას საქმეზე
-
17.11.2026
ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი
-
17.11.2026
მთის კურორტებზე წლიური აბონემენტის ფასი 650-დან 1000 ლარამდე გაიზარდა
-
17.11.2026
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა – კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
