სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.
მეცნიერ-თანამშრომლები შეხვდნენ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს და კონსულტაციები გაუწიეს მეფუტკრეობის, მეთევზეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით.
შეხვედრების განმავლობაში ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციონისტი მეცნიერ-თანამშრომლები კონსულტაციას გაუწევენ ფერმერებს რეგიონებში არსებული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ.