საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ბოლო ორი ახალი ამბავი რუსულ ენაზეა. აღნიშნულ სიახლეებს ქართული თარგმანი არ ახლავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ინტერვიუ ყაზახურ გამოცემასთან www.liter.kz ყაზახური საწვავის საკითხებთან დაკავშირებით და ახალი ამბავი თბილისსა და ალმაატას შორის საჰაერო მიმისვლის შესახებ სამინისტროს ვებ–გვერდზე 27 აპრილს რუსულ ენაზეა გამოქვეყნებული.