ეკონომიკა

იაპონია საქართველოს დაეხმარება

8 აპრილი, 2011 • 1079
იაპონია საქართველოს დაეხმარება

იაპონია საქართველოს ტრაქტორებისა და კომბაინების შესაძენად 29,5 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ დღეს პარლამენტში კახა ბაინდურაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა ფინანსთა მინისტრს კითხვით მიმართა.

„კურიოზულ სიტუაციაში ვართ, იაპონიიდან დაპირებულ მილიონებს ისევ რომ ველოდებით. ეს ცოტა არარეალურია, იაპონიაში დღეს შექმნილი ვითარების გამო და იქნებ გადაგემოწმებინათ ეს ინფორმაცია, დაპირება ისევ ძალაშია თუ – არა?“–მიმართა მინისტრს ახვლედიანმა.

კახა ბაინდურაშვილის თქმით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და  შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს მთავრობაც დაინტერესდა აღნიშნული საკითხით.

„ეს არ არის პატარა თანხა, ამიტომაც 100%–ით უნდა ვყოფილიყავით დარწმუნებულები იმაში, რომ იაპონიიდან ეს დახმარება ისევ ძალაში იყო. შემდგომ, იაპონიის ელჩი თავისივე ინიციატივით მოვიდა და დახმარება დაგვიდასტურა. მისი თქმით, ეს თანხა საქართველოს მხარდასაჭერად იაპონიას უკვე გამოყოფილი აქვს“,–აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი