ეკონომიკა

საქართველო CACCI-ის კონფერენციაზე

10 მარტი, 2011 • • 1371
საქართველო CACCI-ის კონფერენციაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში აზია– წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის 25-ე კონფერენციაზე საქართველოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია იყო მიწვეული. ამასთან, კონფერენციას სამასზე მეტი მონაწილე ჰყავდა. მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ შეზღუდული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად და ინოვაციურად გამოყენების შესახებ ისაუბრა. წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

არჩილ კეკელიამ პირისპირ შეხვედრები გამართა ასევე თურქეთისა და წყნარი ოკეანის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის თემა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ახალი პროექტები იყო. არჩილ კეკელიამ ინვესტორები ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოში მოიწვია.

კონფედერაცია მსოფლიოს 27 ქვეყნიდან 3 მილიონ კომპანიას აერთიანებს. CACCI-ის კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. ამჯერად მას თურქეთმა უმასპინძლა. წლევანდელი კონფერენციის მიზანი თურქეთსა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი