ეკონომიკა

დამატებით 122 მილიონი ეკონომიკაში

10 მარტი, 2011 •
დამატებით 122 მილიონი ეკონომიკაში

2011 წლის 10 მარტს ეროვნული ბანკის 7-დღიან N10 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 122 300 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.32%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.14%–ით განისაზღვრა.

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას– ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება, რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა 2008 წლის სექტემბრიდანმონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები აამოქმედა, რაც დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე  გადასვლასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი