ეკონომიკა

ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა

10 მარტი, 2011 • • 1032
ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 10 მარტს, დილის 11.00 საათიდან საღამოს 16.00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ენერგო–პრო ჯორჯიას 23 000 აბონენტს რუსთავში და 916 აბონენტს გარდაბანში.

ელექტროენერგიის დროებითი შეზღუდვის მიზეზად ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ ქვესადგურ “მარჯვენა სანაპიროზე” წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

10.00 საათიდან 18.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება, აგრეთვე, შეეზღუდება 32 000 აბონენტს სენაკში, აბაშაში, მარტვილსა და ხობში. აღნიშნული აბონენტებისთვის დენის შეზღუდვის მიზეზი სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქვესადგურ მენჯში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი