ეკონომიკა

ონლაინ-ფილმები Facebook-ზე

9 მარტი, 2011 • • 1840
ონლაინ-ფილმები Facebook-ზე

კომპანია Warner Bros.-მა 8 მარტიდან სოციალურ ქსელ Facebook-ზე საკუთარი ფილმების ონლაინ-ჩვენების სერვისი განათავსა. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზი იუწყება.

მაყურებლის მიერ შერჩეული ფილმის ყურება 3 დოლარად, ან 30 ვირტუალურ კრედიტად იქნება შესაძლებელი, რომელიც ვებ-გვერდზე ონლაინ-ვალუტის სახით გვევლინება. შეძენილი ფილმი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ორი დღის განმავლობაში იქნება. თავდაპირველად სერვისი მხოლოდ აშშ-ს მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა Warner Bros.-ი აღნიშნული მომსახურების სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც გეგმავს.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეს პირველი სერვისია, რომელიც Facebook-ზე ფილმების ყურების საშუალებას იძლევა. პირველი ფილმი Warner Bros.-სგან კი, რომელიც „Facebook“-ის საშუალებით გადაიცემა, კრისტოფერ ნოლანის „Dark Knight“ გახდა, რომელმაც 2008 წელს კონოგაქირავებიდან, მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, წყარო, რომელიც პროექტთანაა დაკავშირებული, აცხადებს, რომ კინოკომპანიის და სოციალური ქსელის თანამშრომლობის ინიციატივა მთლიანად Warner Bros.-ს ეკუთვნის, თავად Facebook-ი კი, გარიგების თანახმად, ყოველი გაქირავებიდან 30%-ს აიღებს.

თავად Warner Bros.-ის პრესრელიზის თანახმად, მილიონობით ადამიანს, რომელსაც „დალაიქებული“ ჰქონდა ქრისტოფერ ნოლანის ბლოქბასტერი “The Dark Knight”, მისი „დაქირავება“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან შეუძლია (http://www.facebook.com/darkknight) . რაც შეეხება დანარჩენი ფილმების „შეძენასა და დაქირავებას“, კომპანიის პრეს-რელიზის ცნობით, ეს მომსახურება რეგულარულად მომდევნო თვეების განმავლობაში გახდება შესაძლებელი.

„Facebook-ი ასობით მილიონი ადამიანისათვის ყოველდღიური დანიშნულების ადგილი გახდა“, განაცხადა Warner Bros. ციფრული დისტრიბუციის პრეზიდენტმა. „ჩვენი ფილმების ხელმისაწვდომობა Facebook-ის საშუალებით ჩვენი ციფრული დისტრიბუციის შესაძლებლობების ბუნებრივი გაფართოვების მაგალითია. იგი ჩვენ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივი და მოსახერხებელი გზით შევიდეს და ისიამოვნოს ჩვენი ფილმებით მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის მეშვეობით.“

მასალების გადაბეჭდვის წესი