ეკონომიკა

Bvlgari-ს ფრანგული კომპანია ყიდულობს

7 მარტი, 2011 • • 1256
Bvlgari-ს ფრანგული კომპანია ყიდულობს

როგორც  Agence France-Presse იუწყება, ფრანგული კონცერნი, Moet Hennessy Louis Vuitton (LVMH) იტალიურ საიუველირო კომპანიას, Bvlgari-ს ყიდულობს. 6 მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგების შედეგად Bvlgari-ს აქციონერები სანაცვლოდ, LVMH-ის აქციების სიდიდით მეორე პაკეტს მიიღებენ.

გარიგების თანახმად, LVMH-ის კონტროლქვეშ Bvlgari-ს აქციების 56% გადავა, ხოლო Bvlgari-ს დამფუძნებლები კი LVMH-ის 3%-ს მიიღებენ. მოგვიანებით, LVMH აქციების გამოსასყიდად მოლაპარაკებების წარმოებასაც გეგმავს.

LVMH-ის ჯგუფი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული ჰოლდინგია, რომელიც ე.წ. ფუფუნების საგნებს აწარმოებს. ჯგუფი 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს ფლობს, რომელშიც შედიან- Louis Vuitton, Hennessy, Givenchy, TAG Hauer და Moet & Chandon. LVMH-ის მფლობელი ბერნარდ არნო საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია.

რაც შეეხება Bvlgari-ს საიუველირო სახლს, იგი 1884 წელს იტალიაში დაარსდა და  ბერძენმა იმიგრანტმა, სატირიოს ბულგარიმ დააფუძნა. აღნიშნული ბრენდის პირველი მაღაზია რომში 1905 წელს გაიხსნა. ამჟამად Bvlgari-ს მფლობელობაში 260-ზე მეტი მაღაზიაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი