ეკონომიკა

ნიკოლაიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთს ეწვია

4 მარტი, 2011 • • 1125
ნიკოლაიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთს ეწვია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული უწყების მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, დავით ტყეშელაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ.  ისინი აღნიშნული რეგიონების გუბერნატორებს – ზაზა გოროზიას, ვალერიან ჩიტაიშვილს და ლაშა მაქაცარიას, მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და თვითმმართველ ერთეულთა სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2010  წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში  და  „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” სამეგერელო-ზემო სვანეთში სულ  1 117 პროექტი განხორციელდა და ამ პროექტებზე 15 მილიონ 692 ათასი ლარი დაიხარჯა. გურიაში აღნიშნული პროექტების ფარგლებში 573 პროექტი განხორციელდა, რაზეც 5 მილიონ 347 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო იმერეთში- სულ 1522   პროექტი, რომელთა ღირებულებამაც 22 მილიონამდე ლარი შეადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხები  სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასa და სოფლების კეთილმოწყობის სამუშაოებს მოხმარდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 2011 წელს საქართველოს რეგიონებში სულ 40  მილიონი ლარი დაიხარჯება, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” კი  60 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი