ეკონომიკა

110 მილიონი 7 კომერციულ ბანკს

4 მარტი, 2011 • • 1054
110 მილიონი 7 კომერციულ ბანკს

დღეს ეროვნული ბანკის 6-დღიან N9 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 110 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.31%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.17%–ით განისაზღვრა.

ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა, როგორც მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი. საჭიროება დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე  გადასვლასთან. 

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება, რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი