დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა შეისყიდა 5 000 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7276 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციული ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს.