საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა ჭკადუა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის დირექტორი ნიკოლოზ მალაზონია, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეხვედრა ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური პროექტების შერჩევას ისახავდა მიზნად, ხოლო „ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის” პროექტის ფარგლებში 400 000 ევროს ოდენობის დაფინანსება ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაიხარჯება.
გიორგი შონვაძის განცხადებით, ისინი ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად ჯავახეთის ეროვნული პარკის დაარსებისა და სოციალური პროექტების განხორციელების საკითხს განიხილავენ. „ეს არის მცირე გრანტები,რაც დაიხარჯება ეროვნული პარკის გარშემო მცხოვრები მოსახლების მდგომარეობისგასაუმჯობესებლად,” – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.