ეკონომიკა

აშშ-მ ლიბიის მთავრობას 30 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა

1 მარტი, 2011 • • 1071
აშშ-მ ლიბიის მთავრობას 30 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა

მუამარ გადაფი
მუამარ გადაფი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბიის მთავრობის კუთვნილი, 30 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები გაყინა. როგორც РИА “Новости” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, დევიდ კოენმა განუცხადა.  

ლიბიის ლიდერის მუამარ გადაფის, მისი ნათესავებისა და გარემოცვის წევრების აქტივები, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით, ცალმხრივი სანქციების ფარგლებში დაიბლოკა. ამერიკის ხელისუფლებამ კი სანქციები იმისთვის შემოიღო, რათა ლიბიის ხალხის ქონება  ხელისუფლების მხრიდან მისი უკანონო ხელყოფის ცდისგან დაეცვა.

„პრეზიდენტის განკარგულებით, მინიმუმ 30 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები დაიბლოკა, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც სანქციის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობას ოდესმე დაუბლოკავს “-განაცხადა კოენმა.

ლიბიის პროვინციებში თებერვლის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ქვეყნის ლიდერის, კადაფის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც უკვე 42 წელია, ქვეყანას მართავს.  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ. ლიბიაში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებისას დაიღუპა 2 ათასი, ხოლო დაიჭრა დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი