ეკონომიკა

საქსტატში ტრენინგი World Learning-ის ხელმძღვანელობით ჩატარდება

1 მარტი, 2011 • • 940
საქსტატში ტრენინგი World Learning-ის ხელმძღვანელობით ჩატარდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული უწყებაში ფასების სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლებს ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ. ტრენინგი  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის მიერ დაფინანსებული პროექტის-Enhancing Capacity Across Sectors in Transition (FORECAST) ფარგლებში ორგანიზაცია World Learning-ის ხელმძღვანელობით ჩატარდება.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტრენინგის პირველი ეტაპი ფასების სამმართველოს თანამშრომლებმა 2011 წლის იანვარში გაიარეს.

ტრენინგი  სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) რეგისტრაციის ქაღალდის ფორმიდან პორტატული კომპიუტერების საშუალებით მონაცემების შეგროვებაზე გადასვლას  ითვალისწინებს. საქსტატის განცხადებით, აღნიშნული სიახლე სანდოს, ხარისხიანს და ოპერატიულს გახდის საველე სამუშაოებს. მათივე თქმით, საუბარია საქსტატის ფასების რეგისტრატორების მიერ ფასების აღიცხვის პროცესში მინი კომპიუტერების გამოყენებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი