ეკონომიკა

ჰიბრიდული სიმინდის თესლის პირველი ნაწილი საქართველოშია

25 თებერვალი, 2011 • • 1313
ჰიბრიდული სიმინდის თესლის პირველი ნაწილი საქართველოშია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული უწყების ინიციატივას სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგენს. იგი  საქართველოში სიმინდის მოსავლიანობისა და წარმოებული სიმინდის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროგრამას სოფლის მეურნეობის კორპორაცია ახორციელებს, რომელიც ჰიბრიდული ტიპის სიმინდის სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეთავაზებული სათესლე მასალა უხვი და სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი რეზისტენტულობით დაავადებათა ფართო სპექტრის მიმართ და მაღალი გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. პროექტის ფარგლებში სიმინდის თესლის 4 სახეობაა წარმოდგენილი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია Pioneer-ი დღეისათვის სიმინდის სათესლე მასალის მსოფლიო ბაზრის 30% – ს ფლობს. ამჟამად სიმინდის თესლის პირველი ნაწილი უკვე საქართველოშია. სიმინდის სათესლე მასალა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დასაწყობრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თესლის გაცემა პირველი მარტიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი