ეკონომიკა

საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი

24 თებერვალი, 2011 • • 982
საჯარო რეესტრისა  და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით,  აღნიშნულმა უწყებამ და შემოსავლების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების მიღება გადამხდელს საჯარო რეესტრის ეროვნული  სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში შეეძლება. 

საჯარო რეესტრის ცნობით, კვალიფიციური კადრები გადამხდელებს სწრაფად და მარტივად მოემსახურებიან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, გადამხდელებს შეუძლიათ  ასამდე სახის მომსახურება და ორასამდე დასახელების ცნობა მიიღონ, მომხმარებლები   „ავტომატური +“ სერვისითაც ისარგებლებენ, რაც მათ დაეხმარება,  ავტომატურ რეჟიმში მიიღონ  პასუხი შემდეგ განცხადებებზე: დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია; ცნობა საგადასახადო დავალების შესახებ; ცნობა საბანკო ანგარიშების შესახებ; გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა; ელექტრონული დეკლარირების აქტივიზაცია და სხვა მომსახურებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი