ეკონომიკა

მესტიასა და მის მიმდებარე 7 სოფელს ხვალ ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

24 თებერვალი, 2011 • • 976
მესტიასა და მის მიმდებარე 7 სოფელს ხვალ ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ხვალ, 25 თებერვალს, დილის 11.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე ენერგო–პრო ჯორჯიას 2 500 აბონენტს დაბა მესტიასა და მის მიმდებარე 7 სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ, ამის მიზეზი კი ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას 35 კვ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე “მესტია–ხაიში” გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ენერგო–პრო ჯორჯიას ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები გეგმურად აწარმოებენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, რათა შემცირდეს ავარიების შესაძლებლობა. მესტია–ხაიშის ხაზზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მესტიაში ყველა გათიშულ აბონენტს აღუდგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი