ეკონომიკა

“მაგთიკომმა” VIP კლუბი დააარსა

24 თებერვალი, 2011 • • 1145
“მაგთიკომმა” VIP კლუბი დააარსა

კომპანია “მაგთიკომმა”  საკუთარი აბონენტებისათვის  მაგთის  VIP კლუბი დააარსა.
VIP კლუბის წევრებისათვის კომპანია მთელ რიგ  შეთავაზებებსა და შეღავათებს გეგმავს, როგორც მაგთიკომის, ასევე მისი პარტნიორი კომპანიების მხრიდან. ამასთანავე, მაგთიკომის ცნობით, მაგთის ქსელში VIP კლუბის წევრების დანახარჯების ნაწილით და მაგთიკომის მიერ გამოყოფილი სახსრებით საქველმოქმედო პროექტები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები განხორციელდება.
მაგთის VIP კლუბის პრეზენტაცია  24 თებერვალს, 20:00 საათზე, მაგთი კლუბში გაიმართება. პრეზენტაციას  მაგთის VIP კლუბის წევრები – საქართველოს ბიზნესწრეების, კულტურისა და მასმედიის წარმომადგენლები, მაგთიკომის გენერალური დირექტორი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრებიან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი