ეკონომიკა

ორმა კომერციულმა ბანკმა სახელმწიფოს 35 მილიონი ასესხა

16 თებერვალი, 2011 • • 999
ორმა კომერციულმა ბანკმა სახელმწიფოს 35 მილიონი ასესხა

2011 წლის 16 თებერვალს ეროვნული ბანკის 91-დღიან N7 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.31%-ით, მაქსიმალური 9.42%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.42%–ით განისაზღვრა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდნენ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ  და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით. 

თავის მხრივ, ფასიანი ქაღალდები იყოფა სახაზინო ვალდებულებებად და სახაზინო ობლიგაციებად.

სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.

სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1 – დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი