ეკონომიკა

თბილისში ბორჯომის სადგური გაუქმდა

16 თებერვალი, 2011 • • 3533
თბილისში ბორჯომის სადგური გაუქმდა

რკინიგზის სადგური
რკინიგზის სადგური

საქართველოს რკინიგზის ოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილებით, თბილისში ბორჯომის სადგური გაუქმდა და მის ნაცვლად საგარეუბნო მატარებლები ბორჯომიდან, გარდაბნიდან და სადახლოდან თბილისის ცენტრალურ სადგურზე შევლენ, ბოლო გაჩერება კი თბილისის აეროპორტი იქნება.

აღნიშნულ ცვლილებებს, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულებაზე არ უმოქმედია.

თბილისის ცენტრალური სადგურიდან გასული საგარეუბნო მატარებელი ნავთლუღში, აეროპორტის დასახლებაში, ორხევსა და ბოლოს, საერთაშორისო აეროპორტის სადგურზე გაჩერდება.

ცვლილებების შემდეგ ”საქართველოს რკინიგზა” მგზავრთა რაოდენობის მატებას ელოდება. 16 თებერვლის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს რკინიგზის მომსახურებით 5 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი