ეკონომიკა

4 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისათვის

15 თებერვალი, 2011 • • 960
4 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისათვის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროგრამების დირექტორმა, ანდრეას ვეიტცელმა 4 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს და KFW-ს შორის “კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა -საქართველო”-ს ფარგლებში გაფორმდა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ხელშეკრულების მიხედვით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 4 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს, რომელიც მიზნად ისახავს ყაზბეგისზ და კინტრიშის დაცული ტერიტორიების განვითარების მხარდაჭერას.

“აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ჩვენ გვჯერა, გარემოს დაცვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ დაიცვას ბუნება. სწორედ ამიტომ, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს დაცული ტერიტორიების განვითარებას და გამოყოფს 4 –მილიონიან გრანტს,” – განაცხადა გერმანიის ელჩმა ორთვინჰენიგმა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება ექსკლუზიურად შერჩეული ტერიტორიების მართვის, რესურსების გაუმჯობესებისა და დაცული ტერიტორიების გარშემო მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისთვის დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი